How to setup bulksms website and the sms portal.

How to setup bulksms website and the sms portal.

SMSPortal Intro

SMSPortal Intro

HOW TO SET UP BULK SMS PORTAL PRT 1

HOW TO SET UP BULK SMS PORTAL PRT 1

Hello, if you have ever wanted a bulk sms portal then you need to contact our sales unit on 07080396654, also we can teach you how to make 10-30 USD Daily and it gets to your savings bank account same day

smsportal.ge | ლევან იზორია ჩხოროწყუში

smsportal.ge | ლევან იზორია ჩხოროწყუში

"ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იზორიამ სოფელ ნაფიჩხოვოს ცენტრსა და რამდენიმე უბანში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. საუბარი ძირითადად კოალიციის საარჩევნო პროგრამასა და ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებს შეეხო. იზორიამ შეხვედრების დროს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპონენტების მიმართ აბსურდულ ბრალდებებს გამოთქვამს, რაც, მისი აზრით, მმართველი პარტიის სისუსტეზე მიუთითებს.

smsportal.ge | მიქაიას ფარული ჩანაწერი

smsportal.ge | მიქაიას ფარული ჩანაწერი

საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ფარული ვიდეოჩანაწერი წარუდგინა. მიქაიას მტკიცებით, კადრებში ჩანს "სოდის" აგენტი ნიკა აკობია, რომელიც "დაიცავი საქართველოს" ერთერთ წევრთან ალიკა გეთიასთან საუბრისას აღიარებს, რომ მას სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პროვოკაციის მიწყობა დაავალეს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი პატიმრობით დაემუქრნენ. მიქაიას განცხადებით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელმა ბაკურ გულუამ კრიმინალურ-აგენტურული ქსელის გამოყენებით სცადა, კახა მიქაიას ავტომანქანის დაზიანება, რათა შემდეგ ავტოავარიში მონაწილე პირებს "დაიცავი საქართველოს" ლიდერთან და დანარჩენ წევრებთან პირადი კონტაქტი გაემყარებინათ.

smsportal.ge | გაუჩინარებული ანაკლიელი

smsportal.ge | გაუჩინარებული ანაკლიელი

„გადავედი აფხაზეთში, ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ." 2012 წლის 18 იანვრით დათარიღებული ამ შინაარსის ბარათი 42 წლის ანაკლიელს, გოგიტა აბულაძეს ეკუთვნის და მისმა მშობლებმა მისივე გაუჩინარებიდან ორი თვის თავზე შემთხვევით იპოვნეს. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი ერთადერთი ვაჟიშვილი ქართული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას შეეწირა. გაუჩინარებამდე დაწერილ წერილში ნახსენებია მალხაზ პაჭკორიას სახელი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უწყებაში მაღალ თანამდებობას იკავებს. გოგიტა აბულაძე სასტუმრო "ანაკლიაში" ინჟინერ-ტექნიკოსად მუშაობდა. გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიების მიმართ უნდობლობა აბულაძის ოჯახს პირველი დღიდან გაუჩნდა. ოჯახი ანაკლიაში ჩასულ პრეზიდენტთან შეხვედრას არაერთხელ შეეცადა, თუმცა სამართალდამცავები და სამთავრობო დაცვის წევრები ცინარა აბულაძეს სასტიკად გაუსწორდნენ. ვრცლად წაიკითხეთ for.ge-ზე

smsportal.ge | ემას ტაში როლანდისთვის

smsportal.ge | ემას ტაში როლანდისთვის

„ნაცების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ დღეს სოფელ ნარაზენის კრივის სკოლაში მაჟორიტარობის კანდიდატი, ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია წარადგინა. კანდიდატის წარდგენას მოსახლეობა ოვაციებით შეხვდა. მხურვალე ტაში როლანდ ახალაიას მისამართით არც „რუსთავი 2"--ის ღირსებისორდენოსანმა ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ დაიშურა. გოგოხიამ პროფესიული მოვალეობის შესრულების ნაცვლად, მიკროფონი მკლავებით დაიჭირა და როლანდ ახალაიას ყურადღების მიქცევა ტაშის დაკვრით სცადა. კადრებში ნახავთ გოგოხიას გაბადრულ, მომღიმარ და ბედნიერ სახეს. როცა სხვა ჟურნალისტები კომენტარებს წერდნენ და შეხვედრის ამსახველ კადრებს იღებდნენ, ამ დროს გოგოხია პარტიის რიგითი აქტივისტების მსგავსად ხალხში იდგა და „ნაცებს" ტაშით ამხნევებდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მიკროავტობუსებით მოყვანილი მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომელბიც თავს სოფელ ნარაზენის მკვიდრებად ასაღებდნენ. შევხედრა სიმბოლურად კრივის სკოლაში გაიმართა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ მოხდა მაჟორიტარობის კანდიდატის, ყოფილი პროკურორისა და შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრის ბაჩო ახალაიას მამის წარდგენა კრივის სკოლაში, თუმცა ამ შეკითხვას არც ახალაიამ და არც ბაქრაძემ არ უპასუხეს.

smsportal.ge | მზადება ყრილობისთვის

smsportal.ge | მზადება ყრილობისთვის

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ყრილობისთვის ხალხის შეგროვება პარტიამ დილის 8 საათიდან დაიწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერთიან ნაციონალურ მობილიზაციას საკრებულოს წევრები, სოფლის რწმუნებულები და ქალაქის გამგეობის თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ. smsportal-მა სოფელ კახათში დააფიქსირა, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ლაშა ქობალია, რომელიც ხალხის შეკრების პროცესს ხელმძღვანელობდა. მან ერთერთ აქტივისტს "მეცხრე არხთან" საუბარი აუკრძალა. სოფლებიდან ჩამოსული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ბოლო გაჩერება ზუგდიდის რკინიგზის სადგური იყო, საიდანაც მთავარ მოედნამდე ხალხი უკვე ფეხით მიდიოდა. ერთერთი ქალბატონი ზუგდიდის რკინიგზის სადგურში შემოსული ყვითელი მიკროავტობუსის მგზავრს ამოწმებდა და მათ სპეციალურ სიაში ინიშნავდა. სიის ფურცლები "ნაციონალური მოძრაობის" ბუკლეტში იყო ჩაკრული. ეს ფაქტი "მეცხრე არხმა" დააფიქსირა, თუმცა კამერის წინ ქალბატონმა სიის ჩვენება არ ისურვა და ტერიტორია დატოვა. მან ჟურნალისტს ვინაობაც არ გაუმხილა. 500-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და სოფლის მეურნეობის კუთვნილი ათობით ავტობუსი - ეს ის რესურსია, რომელიც "ნაციონალებმა" თბილისიდან მოიხმეს. ასობით უფასო ტრანსპორტი სხვადასხვა სოფლებში გადანაწილდა. როგორც თავად სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, ყრილობაზე დასწრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი მთავრობამ გამოყო და არა პარტიამ. ყრილობის ერთერთმა მონაწილემ დათო სურმავამ, რომელმაც სოფელ კახათიდან ზუგდიდის მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტობუსით იმგზავრა, "მეცხრე არხს" განუცხადა, რომ ის სამინისტრომ დაპატიჟა და ყველა ხარჯს მთავრობა ფარავს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყრილობა 8 სექტემბერს ერთ საათიანი ინტერვალით ქვეყნის 11 დიდ ქალაქში გამართა.

smsportal.ge | შეშინებული ახალაია

smsportal.ge | შეშინებული ახალაია

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, როლანდ ახალაია მოსახლეობასთან შეხვედრებს ჟურნალისტებისგან ფარულად მართავს. მისი ყველა შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია. მედიისთვის დღეს ერთერთი ასეთი შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა "მეცხრე არხისა" და "ინფო 9"-ის გადამღები ჯგუფების გამოჩენისთანავე როლანდ ახალაიამ შეხვედრა ნაადრევად დაასრულა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. ჟურნალისტებმა მას რამდენიმე აქტუალური შეკითხვით მიმართეს, თუმცა პასუხების გაცემას მაჟორიტარობის კანდიდატმა თავი აარიდა და გაიქცა. მასთან მიახლოების საშუალებას უცნობი პირები მედიას არ აძლევდნენ. "მეცხრე არხმა" დააფიქისრა ადამიანები, რომლებიც მმართველი პარტიის შეხვედრაზე მიკრო-ავტობუსებით მოჰყავდათ. შეხვედრაზე უმეტესად საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კომბინატის დასახლება ასევე ჟურნალისტების გამოჩენისთანავე დატოვეს. როლანდ ახალაია ერთადერთი მაჟორიტარობის კანდიდატია, რომელიც მედიას დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია უმალავს. მისი პრესსამსახურის უფროსი მედიის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ახალაიამ დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან აღიარა, რომ შეხვედრებზე მედიას არ ეპატიჟება, თუმცა "მეცხრე არხის" რეპორტიორს დაჰპირდა, რომ მას 2 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ შეხვდება.

smsportal.ge | საქართველოს უხუცესი ქალბატონი

smsportal.ge | საქართველოს უხუცესი ქალბატონი

საქართველოს ყველაზე უხუცესი ქალბატონი იუბილარია. ანტისა ხვიჩავას 132 წელი შეუსრულდა. ხვიჩავა წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში ცხოვრობს. უხუცეს ქალბატონს 10 შვილიშვილი და 25 ზე მეტი შვილთაშვილი ჰყავს. ხვიჩავას დამოუკიდებლად გადაადგილება ამჟამად არ შეუძლია. საქართველოს ყველაზე უხუცეს ქალბატონს დაბადების დღე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა მიულოცეს.

Top Videos -  loading... Change country
Load 10 more videos
 
 
Sorry, You can't play this video
00:00/00:00
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
CLOSE
CLOSE
CLOSE